KBOC-ის თანამშრომლები
KBOC-ში თანამშრომლები წარმოადგენენ ყველა პროექტისა და ქმედების ცენტრალურ რგოლს. ჩვენ, ყველა, პრიორიტეტს ვანიჭებს უსაფრთხოებას, დაცულობას და ადამიანის უფლებებს. KBOC იცავს საკუთარ ხალხს, ინვესტიციას დებს მათ კეთილდღეობასა და პროფესიულ წინსვლაში.
კომპანია ღირებულ აქტივს ფლობს საკუთარი საქმისადმი თავდადებული და კვალიფიცირებული თანამშრომლების სახით. ჩვენს თანამშრომლებს გააჩნიათ დიდი გამოცდილება ბურღვაში, მოპოვებასა და ძებნა-ძიებაში. მათი პროფესიული გამოცდილება ითვლის საერთაშორისო კომპანიებთან ერთად განხორციელებულ წარმატებულ ბურღვის პროექტებს საქართველოს ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ. KBOC-ის ინჟინრები, ოპერატორები, ელექტრიკოსები და მექანიკოსები ოპერაციებსა და მოპოვებას ახორციელებენ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და უახლესი დანადგარების გამოყენებით. KBOC უზრუნველყოფს კომპანიის თანამაშრომლების სათანადო გადამზადებასა და პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას საერთასორისო სტანდარტებისა და თანამედროვე ტექნიკის შესაბამისად. იგი მონიტორინგს უწევს შესაბამისი პროფესიული სერთიფიკატების მუდმივ განახლებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა წნევის კონტროლი ჭაბურღილის ინტერვენციის დროს, ჭაბურღილის კონტროლი ბურღვის დროს, ფინანსური მართვა, ელექტრო ოპერაციები, შედუღების სამუშაოები და სხვ.კომპანია მუდმივად ცდილობს განავითაროს ისეთი კორპორატიული კულტურა, სადაც თანამშრომლები ირჩევენ პატიოსნებას, გულწრფელობას, შრომისმოყვარეობასა და ერთგულებას. KBOC-ის ფუძემდებელ დოკუმენტებში დეკლარირებული კორპორატიული ღირებულებები მტკიცედაა კომპანიაში დანერგილი, რადგან კორპორატიული კულტურის განვითარების პროცესი მიმდინარეობს მაგალითისა და აღიარების პრინციპით.
KBOC-ის თანამშრომლები - საქმისა და ქცევის პროფესიონალები. KBOC-ში, ჩვენ:
- ვხელმძღვანელობთ კეთილსინდისიერების, ნდობის, ღირსების, გულისხმიერების, პასუხისმგებლობის, პატივისცემის, მიუკერძოებლობისა და თანასწორობის პრინციპებით;
- რთულ სიტუაციებში ვინარჩუნებთ კორექტულობას და ვცდილობთ თავიდან ავიცილოთ კონფლიქტი და მისი გამწვავება;
- ჩვენთვის მიუღებელია კორუფცია და ყველა სახის უზნეო და დანაშაულებრივი ქმედება, ადამიანის პირდაპირი და არაპირდაპირი შეურაცხყოფა, დისკრიმინაციისა და/ან ადამიანის უფლებების დარღვევის ნებისმიერი გამოვლინება;
- ვპატიობთ შეცდომებს და ერთმანეთს ვუზიარებთ გამოცდილებას პროფესიული სოლიდარობით.