კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა

ჩვენ საქმიანობას ვახორციელებთ სოციალური პასუხისმგებლობისა და ეთიკის პრინციპების შესაბამისად, ვიცავთ ადამიანებსა და გარემოს. KBOC-ში პრიორიტეტს ვანიჭეთ ეთიკურ სტანდარტებს კანონის პატივისცემითა და ადამიანის საყოველთაო უფლებების დაცვით. ჩვენი ღირებულებები მკაფიოდ არის ასახული კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებში. KBOC-ში ვქმნით მეტად პოზიტიურ გარემოს სამუშაოსა და ურთიერთობებისთვის.
ჩვენ ვაღიარებთ საკუთარ კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობას და ვცდილობთ დადებითი წვლილი შევიტანოთ საქართველოს სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში, დემოკრატიულ განვითარებასა და გარემოს დაცვაში, რისთვისაც შევიმუშვეთ კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის წესები, როგორც სახელმძღვანელო დოკუმენტი, რომელიც განმარტავს კომპანიის ძირითად სახელმძღვანელო პროცედურებს, მმართველს პრინციპებსა და დამოკიდებულებებს.
კომპანიის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის წესები შედგება რამდენიმე სფეროსგან, მათ შორის ისეთებისგან, როგორიცაა ადამიანების უფლებების დაცვა, გარემოს დაცვა და საზოგადოების განვითარება.


ადამიანის უფლებები

კომპანიას სურს მისი საქმიანობის თითოეული ასპექტი შეასრულოს პატიოსნად, კეთილსინდისიერად და ღიად და პატივი სცეს თითოეული თანამშრომლისა და დაინტერესებული მხარის უფლებებს, მუდამ თანაბრად და სამართლიანად მოექცეს მის თანამშრომლებს, მომხმარებლებს, კონტრაქტორებსა და მასთან დაკავშირებულ პირებს, რათა პატივი სცეს და დაიცვას როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებით, გათვალისწინებული ადამიანის უფლებები და თავისუფლება.


გარემოს დაცვა

კომპანია ითვალისწინებს მისი საქმიანობისა და ოპერაციების შედეგად გამოწვეულ ზემოქმედებას გარემოზე, მზადაა ხელი შეუწყოს გარემოზე ზრუნვას და გაითვალისწინოს ბიომრავალფეროვნებასა და ეკოსისტემაზე შესაძლო ზემოქმედება, აამაღლოს ცნობიერება გარემოსდაცვით საკითხებზე და გახდეს სამაგალითო თავისი საქმიანობით. კომპანიის მიზანია, უწყვეტ რეჟიმში, გააუმჯობესოს გარემოზე ზემოქმედების მართვა, გარემოს დაცვის შეფასების ხარისხი და რისკების შემცირების დაგეგმვა და მართვა, განსაკუთრებით კი გააუმჯობესოს ინცინდენტებზე რეაგირების გეგმებისა და მექანიზმების ხარისხი.


საზოგადოების განვითარება

კომპანია აცნობიერებს თავის როლს საზოგადოების განვითარებაში და, მხარდამჭერი კორპორატიული ღონისძიებების საშუალებით, აპირებს გარკვეული წვლილი შეიტანოს სამუშაო რეგიონების ეკონომიკურ, საგანმანათლებლო და კულტურულ განვითარებაში.

ამგვარ წამოწყებაში კომპანია გეგმავს მჭიდროდ ითანამშრომლოს ცენტრალურ და მუნიციპალურ ხელისუფლებასთან, სახელმწიფო დაწესებულებებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და სამუშაო რეგიონების მეზობელ, ადგილობრივ, საზოგადოებასთან. კომპანია უზრუნველყოფს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკის გასაჯაროვებას და აამაღლებს დასაქმებულების ცნობიერებას მასში მოყვანილი დებულებებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ, რომლებიც შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს. ამიტომ, თანამშრომელმა უნდა დაადასტუროს და მიიღოს პოლიტიკის ძირითადი დებულებები, იმოქმედოს პასუხისმგებლობით, დაემორჩილოს ყველა სამართლებრივ დებულებას და მონაწილეობა მიიღოს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პოლიტიკით გათვალისწინებულ საქმიანობასა და ღონისძიებებში.